UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა შონ' ომალიმ ილია თოფურიაზე კომენტარი გააკეთა. ამერიკელი მებრძოლის განცხადებით, მას "ელ მატადორი" ძალიან მოსწონს და ის ცოცხალი ლეგენდაა.
"ილია თოფურია ძალიან მომწონს, შესანიშნავი ბიჭია. ის უბრალოდ ცოცხალი ლეგენდაა. თუ მომდევნო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისაც დაანოკაუტებს, უკვე ოთხი ნოკაუტი ექნება ისეთი მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც UFC-ის დიდების დარბაზის წევრები არიან. თუ მან ეს ყველაფერი შეძლო, არ მგონია, რომ ვინმემ მსგავსი რამ კიდევ გაიმეოროს. ზოგადად მოწინააღმდეგის ნოკაუტში გაშვება ძალიან რთულია და თან ისეთი მებრძოლების წინააღმდეგ, როგორებიც მაქსი ვოლკი და ოლივეირა არიან წარმოუდგენელია.
სანამ პრესკონფერენციაზე გავიდოდით, მე და ილიამ ვისაუბრეთ, ვიცი, რომ Richard Mille-ი მისთვის სპეციალურ საათს შექმნის. ილიასი მშურს, ოღონდ კეთილი შურით", - განაცხადა ო'მალიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







