ჩოგბურთი

11:50 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ბოლოს და ბოლოს 4 წლის შემდეგ ისევ ვისიამოვნე ჩოგბურთის თამაშით"

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს მერვედფინალში გამოეთიშა. ქართველმა რეიტინგის მე-14 ნომერ ანდრეი რუბლევთან ბოლომდე იბრძოლა, მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, რომს და იტალიელ გულშემატკივრებს. ეს ადგილი ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემს გულში. 4 წლის შემდეგ, არაერთი ტრავმისა და ოპერაციის მერე, ბოლოს და ბოლოს ისევ ვისიამოვნე ჩოგბურთის თამაშით და კორტზე ყველაფერი დავდე. შემდეგი გაჩერება - როლან გაროსია", - დაწერა ბასილაშვილმა.

ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ჯერ ორი მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო, შემდეგ ძირითად ბადეში სამი გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, რეიტინგის მეექვსე ნომერ ბენ შელტოთან. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 117-ე ნომერია, მაგრამ რომის მასტერსის შემდეგ გარკვეული წინსვლა ექნება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობა (როლან გაროსი) სტარტს 18 მაისს აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091541