კალათბურთი

11:20 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სან ანტონიო" სერიაში დაწინაურდა, ვემბანიამამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის 1/2-ფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ დარბაზში "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 126:97 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "სპურსი" სერიაში დაწინაურდა 3:2.

მასპინძლებმა შეხვედრა ტავიდანვე აქტიურად დაიწყეს და უპირატესობაც მალევე მოიპოვეს, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ. აღსანიშნავია, რომ "სპურსმა" მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს და საბოლოოდ სერიაში დაწინაურდნენ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელად "სპურსის" ფრანგი კალათბურთელი ვიქტორ ვებმანიამა დასახელდა, რომელმაც მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა. მის ანგარიშზე 27 ქულასთან ერთად 17 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება იყო.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 16 მაისს "მინესოტას" საშინაო დარბაზში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089442