"პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხმაურიანი ტრანსფერის განსახორციელებლად ემზადება. როგორც ესპანური გამოცემა El Chiringuito იტყობინება, პარიზული გრანდი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს შეძენით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა და მათ შორის პირველი კონტაქტიც შედგა, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
ფედერიკო ვალვერდე ბოლო წლების განმავლობაში „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი უნივერსალურობა გუნდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, აქედან გამომდინარე ძნელი წარმოსადგენია, რომ "რეალი" მის გაყიდვას დათანხმდება, თუმცა თუ ეს მოხდება ურუგვაელის სტრანსფერო ღირებულება მინიმუმ 100 მილიონი იქნება.
ცნობისთვის, ვალვერდე "რეალის" ძირითადი გუნდში 2018 წლიდან თამაშობს და კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.





