კალათბურთი

15:06 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდი თურქეთის სუპერლიგის კვირის MVP გახდა

საქართველოს ნაკრებისა და "ტრაბზონსპორის" კალათბურთელი მარკის რიდი თურქეთის სუპერლიგის კვირის MVP გახდა.

30-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ „მერსინი“ 90:80 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მარკის რიდი კი ისევ საუკეთესო იყო. რიდმა 35 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო, შედეგიანობითაც. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 გამოდგა.

„ტრაბზონსპორმა“ რეგულარული სეზონი 19 მოგებით დ 11 წაგებით მეექვსე ადგილზეა დაასრულა და მეოთხედფინალში „ბაჰჩეშეჰირს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163677