"ინტერ მაიამის" 39 წლის თავდამსხმელი ლუის სუარესი მზადაა ურუგვაის ნაკრებში დაბრუნდეს და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეროვნულ ნაკრებს არასდროს ვეტყვი უარს, თუ მათ ჩემი დახმარება დასჭირდებათ მე მზად ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება.
„იმ დროს, როდესაც ნაკრები დავტოვე, უბრალოდ გვერდზე გავდექი, რათა ახალგაზრდა თაობისთვის დამეთმო გზა. რაღაც ისეთი ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა. ამისთვის უკვე მოვუხადე ბოდიში ყველას, ვისაც ბოდიშის მოხდა სჭირდებოდა", - განაცხადა სუარესმა.
ცნობისთვის, ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრები 2024 წელს დატოვა. ლეგენდარული ურუგვაელი ფორვარდი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. მის ანგარიშზე ეროვნული ნაკრების მაისურით არაერთი მნიშვნელოვანი გოლია.







