ფეხბურთი

18:10 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ერთ ვარსკვლავზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით, გუნდურად უნდა ვითამაშოთ"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Guardian-თან ინტერვიუში ნეიმარისა და ვინისიუსის შესახებ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მუნდიალის მოსაგებად ერთადერთი გზა გუნდურად თამაშია და არ სჭირდებათ მხოლოდ ერთი ვარსკვლავი, რომელზეც დამოკიდებული იქნებიან:

„ნეიმარის გამოძახება? ეს მასზეა დამოკიდებული და არა ჩემზე. როგორც ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში, ფიზიკური მდგომარეობა გადამწყვეტი იქნება. მისი ნიჭი უდავოა. მხოლოდ მისი ფიზიკური მდგომარეობის შეფასება გვჭირდება.

ვინისიუსი? ბრაზილიის წინაშე მისი პასუხისმგებლობა უზარმაზარია, განსაკუთრებით ბოლო დროს. ეს პასუხისმგებლობა შეიძლება მისთვის ტვირთი იყოს. ეროვნულ ნაკრებში ჩვენი საქმეა მისი შემსუბუქება, რათა მან სიხარულით, ენერგიითა და ყველა მისი თვისებით თამაში შეძლოს. ვინისიუსს იგივენაირს ვხედავ, როგორც „რეალში“: სანახაობრივი მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მატჩის მოგება დამოუკიდებლად. ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბრაზილიისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

არ გვჭირდება ნომერი პირველი. არ შეგვიძლია ყველაფერი მხოლოდ ერთ მოთამაშეზე გავამახვილოთ, გუნდურად უნდა ვიფიქროთ. ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთადერთი გზა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098975