ფეხბურთი

19:48 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" კერიკთან თანამშრომლობას გააგრძელებს

მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც უხელმძღვანელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტი კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ამის შანსი ძალიან მაღალია.

კლუბში ყველა ფიქრობს, რომ ის უნდა დარჩეს - ფეხბურთელები, მენეჯმენტი, ყველა ერთ აზრზეა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკმა „მანჩესტერი“ 13 იანვარს ჩაიბარა და მას შემდეგ 10 მატჩი მოაგებინა (3 ფრე, 2 წაგება), რის შედეგადაც, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. კერიკი მანამდე „მიდლსბროში“ მუშაობდა, ხოლო 2021 წელს „მანჩესტერს“ დროებით სამ თამაშშიც უხელმძღვანელა (2 მოგება, 1 ფრე).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09384