ფეხბურთი

20:51 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას საგოლე პასი საბერძნეთის ჩემპიონატში

საბერძნეთის სუპერლიგაში „ოფი“ სტუმრად „ლევადიაკოსთან“ 2:3 დამარცხდა, ლევან შენგელია კი საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი ფეხბურთელის გადაცემით 37-ე წუთზე ედი სალსედომ გაიტანა, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა. თუმცა, „ოფის“ პირველი ტაიმის მიწურულს ფეხბურთელი გაუძევეს და მეორე ტაიმში 10 კაცის შემადგენლობაში სამი უპასუხო გოლი გაუშვა, შედეგად, 2:0-ს კი იგებდა, მაგრამ 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ „ოფი“ ორბურთიან უპირატესობას 92-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში „ლევადიაკოსმა“ სამი გოლის გატანა მოასწრო.

შენგელიას საბერძნეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ოფი“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ევროპა ლიგის საგზური მოპოვებული აქვს, რადგან საბერძნეთის თასი მოიგო, მომდევნო ტურში კი 17 მაისს, „ვოლოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.181672