ფეხბურთი

22:50 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი, "ვილიარეალი" "სევილიასთან" დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „სევილიასთან“ დამარცხდა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

მე-13 წუთზე ქართველი ფორვარდის პასით ანგარიში ჟერარ მორენომ გახსნა, ხოლო 7 წუთის შემდეგ მიქაუტაძემ თავად დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. თუმცა, „ვილიარეალმა“ ეს უპირატესობა გაანიავა.

პირველივე ტაიმში სტუმრებმა ოსოს და კიკე სალასის გოლებით წონასწორობა აღადგინეს. 72-ე წუთზე აკორ ადამსმა ანდალუსიელები სულაც წინ გაიყვანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. მიქაუტაძე 70-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 41 შეხვედრაში 14 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

„ვილიარეალი“ 69 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასულია, მომდევნო ტურში კი 17 მაისს, „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრება. „სევილიამ“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, თანაც ზედიზედ მესამე და გავარდნის საფრთხე, რაც სამი ტურის წინ ძალიან რეალური იყო, რადგან გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, ალბათ თავიდან აირიდა. „სევილია“ ახლა 43 ქულით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 მაისს, „რეალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085985