ფეხბურთი

22:05 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: "სიმართლე არაა, რომ "რეალის" პრეზიდენტობა მინდა"

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობა სურს.

„წავიკითხე ინფორმაცია, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობაზე კანდიდატურის დაყენებას ვაპირებ. მინდა განვმარტო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - დაწერა რაფამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესმა გამოაცხადა, რომ „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ის კენჭს იყრის და კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნებიან მისი კონკურენტები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084584