ფეხბურთი

0:58 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ გაიტანა, პსჟ კი, საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში კონკურენტი „ლანსი“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული გაიფორმა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 29-ე წუთზე უსმან დემბელეს შესანიშნავი პასით მოახერხა მეტოქის კარში გოლის გატანა და ანგარიში გახსნა. „ლანსს“ ბევრი შანსი ჰქონდა გასათანაბრებლად, მაგრამ ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. უფრ მეტიც, კომპენსირებულ დროში იბრაჰიმა მბაიემ სხვაობა ორამდე გაზარდა. კვარა 72-ე წუთზე შეცვალეს.

ამრიგად, პსჟ-ს ახლა 30 მაისამდე საკმარისი დრო აქვს, რომ მშვიდად და მთელი კონცენტრაციით მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოემზადოს.

„პარი სენ-ჟერმენს“ 76 ქულა აქვს და „ლანსს“ 9 ქულით გაუსწრო. პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ, ისტორიაში კი მე-14-ედ გახდა. კვარაცხელიასთვის ეს ლიგა 1-ში მეორე ჩემპიონის ტიტულია.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 46 მატჩი, 19 გოლი და 10 საგოლე პასია.

პსჟ ბოლო ტურში 17 მაისს, სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161779