ფეხბურთი

1:24 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი "ბარსელონა "ალავესთან" დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში ჩემპიონის სტატუსით „ბარსელონა“ „ალავესს“ ესტუმრა, რომელთანაც მარცხი განიცადა.

პირველი ტაიმის მიწურულს „ალავესი“ იბრაჰიმა დიაბიტემ დააწინაურა და მასპინძლებმა მეორე ტაიმში უპირატესობა შეინარჩუნეს, შესაბამისად, 1:0 მოიგეს.

„ბარსელონას“ 91 ქულა აქვს და ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდა. „ალავესისთვის“ კი ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, 40 ქულა დააგროვა, გასავარდნი ზონა დატოვა და მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164174