„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლანსთან“ გამარჯვებისა (2:0) და საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს ყველაზე სასიამოვნო რთული ჩემპიონობაა, რომელიც პსჟ-სთან ერთად მოუგია:
„ეს ყველაზე სასიამოვნოა, რადგან ყველაზე რთულია იმ სამიდან, რომელიც პსჟ-სთან ერთად მოვიგე. „ლანსმა“ შესანიშნავი სამუშაო გაწია. ვნახე მათ მიერ მოგებული მატჩები, მათი გამარჯვებების სერია. ეს რთული იყო. ეს სეზონი ძალიან უჩვეულო იყო. ბევრი ტრავმა და ძალიან ცოტა დასვენება გვქონდა.
საფონოვი წარმოუდგენელი იყო. „ლანსი“ უკეთეს შედეგს იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ეს მახსენებს იმ მატჩს, რომელიც საფრანგეთის თასზე „პარიზისთან“ წავაგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობა 80%-ით გვქონდა. ჩემპიონობა წინა ტურში ვიზეიმე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონი გავხდებოდით, უბრალოდ, ახლა გაოფიციალურდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენს“ 76 ქულა აქვს და „ლანსს“ 9 ქულით გაუსწრო. პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ, ისტორიაში კი მე-14-ედ გახდა. კვარაცხელიასთვის ეს ლიგა 1-ში მეორე ჩემპიონის ტიტულია.
პსჟ ბოლო ტურში 17 მაისს, სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ შეხვდება.







