ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგამ (MLS) „ინტერ მაიამის“არგენტინელ თავდამსხმელს ლიონელ მესის ჰეთ-თრიქი „წაართვა“ „ცინცინატისთან“ 5:3 გამარჯვების კვალად.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა თავიდან მესი ჰეთ-თრიქის ავტორად გამოაცხადა, მან გოლები 24-ე, 55-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა. თუმცა მოგვიანებით ავტოგოლი მასპინძელთა მეკარე რომან ჩელენტანოს მიაწერა. ცვლილების მიზეზი სტუმარი თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ მეკარის მცირედი რიკოშეტი გახდა. „მაიამის“ ლიდერს აქტივში კვლავ დარჩა დუბლი და საგოლე გადაცემა.
მესიმ ამ სეზონში 14 თამაში ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ინტერ მაიამიმ“ MLS-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 13 მატჩის შემდეგ 25 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ცინცინატის გუნდმა ლიგაში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და აღმოსავლეთ ლიგაში 16 ქულით მერვე ადგილზეა.
შგახსენებთ, რომ ეს გოლები მესის 908-ე და 909-ე იყო პროფესიულ კარიერაში.







