ფეხბურთი

11:14 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ მწვრთნელი კივუ: „ორი თასის მოპოვება არასდროს არის ადვილი“

მილნის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ კომენტარი გააკეთა იტალიის თასის ფინალში „ლაციოსთან“ 2:0 გამარჯვებაზე. შეგახსენებთ, რომ მანამდე „ინტერი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

„ინტერმა“ ამ სეზონში ორი თასი მოიგო და ჩვენ ეს დავიმსახურეთ, რადგან სეზონი ძლიერად ჩავატარეთ. ბედნიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც მივაღწიეთ და იმის გამოც, რაც წლების განმავლობაში გადავიტანეთ.

ასევე აღფრთოვანებულები ვართ წარმოუდგენელი გულშემატკივრებით და კლუბით, რომლებიც ყოველთვის გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ დავტკბებით ყველაფრით, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ. ლიგა და იტალიის თასი თავისთავად არ მიგვიღია. ორი ტიტულის აღება არასდროს არის ადვილი“, - ციტირებს კივუს სიტყვებს „ინტერის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087461