ფეხბურთი

11:48 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოს „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ტიტულის მოსაგებად

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა ინგლისის პრემიერ ლიგაში „არსენალთან“ ტიტულისთვის ბრძოლაზე.

„კონკურენტს არ ვუცქერთ, უბრალოდ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ბევრჯერ შევხვედრივარ მსგავს სიტუაციებს - აქ, პრემიერლიგაში, ასევე „ბარსელონასა“ და „ბაიერნში.“

რა თქმა უნდა, გვინდა შევინარჩუნოთ წარმატების შანსები ფინალურ რაუნდამდე. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი რამ ჩვენს კონტროლს სცილდება მრავალი მიზეზის გამო. დარჩენილი თამაშების მოსაგებად და ტიტულის მოსაპოვებლად, ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

„სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა 77 ქულით. „არსენალი“ ცხრილის სათავეშია 79 ქულით, პრემიერლიგაში სათამაშო ორი ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080828