ფეხბურთი

12:17 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონები მეუღლეებთან ერთად პოზირებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა მატვეი საფონოვმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლუკას ერნანდესმა მეუღლეებთან ერთად საერთო სურათი გადაიღეს. ფოტო სოციალურ ქსელში მეკარე საფონოვის ცოლმა, მარინამ გამოაქვეყნა.

პსჟ-მ წინა დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩში „ლანსთან“ 2:0 მოიგო და ზედიზედ მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. პირველი გოლი ხვიჩა კვარცხელიამ გაიტანა, ეს ქართველი გარემარბის მიმდინარე სეზონში გატანილი ჯამში მე-19 გოლი გახლდათ ყველა ტურნირზე.

საფონოვმა კი რვა დარტყმა მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165103