ესპანელი მწვრთნელი ჩაბი ალონსო ყოყმანობს „ჩელსიში“ გადასვლასთაცნ დაკავშირებით, რადგან სჯერა, რომ „ლივერპული“ მას ამ სამსახურს შესთავაზებს, იუწყება i Sport.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსი“ ალონსოს მთავარმწვრთნელობის პრიორიტეტულ კანდიდატად მიიჩნევდა. წყაროს ცნობით, ალონსოს ურჩევნია დაელოდოს და ნახოს, გაჩნდება თუ არა ვაკანსია „ლივერპულში,“ სადაც მან ხუთი სეზონი გაატარა ფეხბურთელად.
„ლივერპულის“ ამჟამინდელი მწვრთნელის, არნე სლოტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდული კლუბის მფლობელები მზად არიან მოთმინებისთვის, გულშემატკივრები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას მენეჯერის მიმართ.
ალონსო უკვე მიიღებდა „ჩელსის“ შეთავაზებას „ლივერპულზე“ რომ არ ფიქრობდეს, თუმცა ლონდონური კლუბი მზად არ არის დაელოდოს და იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ახალ მწვრთნელს დანიშნავს.
თუ ალონსო გადადებას გააგრძელებს, „ჩელსი“ მზად იქნება, მიმართოს თავის ალტერნატივებს, რომელთა შორის არიან ანდონი ირაოლა („ბორნმუთი“), ოლივერ გლასნერი („კრისტალ პალასი“), ფილიპე ლუისი („ფლამენგოს“ ყოფილი მწვრთნელი) და მარკო სილვა („ფულემი“).
თავის მხრივ, „ლივერპულს“ ეჭვები აქვს ჩაბი ალონსოსთან დაკავშირებით და ოთხი დღის წინათ მადრიდის „რეალს“ მწვრთნელთან დაკავშირებით ინფორმაცია სთხოვა.





