ინგლისის პრემიერლიგამ 2025/26 წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტების სია გამოაცხადა.
ნომინანტები არიან:
ბრუნუ ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი);
გაბრიელ მაგალაეში (არსენალი);
მორგან გიბს-უაითი (ნოტინგემ ფორესტი);
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი);
დავიდ რაია (არსენალი);
დეკლან რაისი (არსენალი);
ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი);
იგორ ტიაგო (ბრენტფორდი).
ინგლისის პრემიერლიგის ცხრილს 36 თამაშიდან 79 ქულით „არსენალი“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტი“ (77), მესამეზე - „მანჩესტერ იუნაიტედი“ (65).





