ფეხბურთი

15:23 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი: „ყველანაირი საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ მომავალ სეზონში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ვიქნები

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, გამოთქვა რწმენა, რომ მომავალ სეზონშიც თანამდებობაზე დარჩება.

„როდესაც მენეჯერს საუკეთესო სეზონი არ აქვს, ყოველთვის არის დავები. ჩემი საქმე არ არის, განვიკითხო ისინი. ვინც მე განმიკითხავს, მათ აქვთ სრული უფლება, ჰქონდეთ საკუთარი აზრი და დღესდღეობით ყველას შეუძლია მისი გაზიარება. სხვათა შორის, ეს 10-15 წლის წინათ ასეთი ამბები ბარებში განიხილებოდა და ყველას არ ესმოდა. ახლა ეს ბევრად უფრო ღიაა, ვიდრე ადრე.

კლუბსა და ახალ მოთამაშეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათში ვმონაწილეობ. ყველანაირი საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ მომავალ სეზონში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ვიქნები. პირველ რიგში, ამ კლუბთან კონტრაქტი მაქვს და მეორეც, ყველა მოლაპარაკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამაში დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი აზრია“, - ციტირებს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სლოტის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.

47 წლის არნე სლოტმა „ლივერპული“ 2024 წელს ჩაიბარა. მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ სეზონში გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.

ამჟამად, „წითლები“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან 36 მატჩიდან 59 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085927