ფეხბურთი

15:41 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს"

RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „ლანსთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

თუმცა, გოლის გარდა, კვარაცხელიას არ ჰქონია ნამდვილად გამორჩეული თამაში და ლიგა 1-თან მის დამოკიდებულებაზე კითხვები კიდევ ერთხელ გააჩინა.

„კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს. დრიბლინგიც კი ვერ გააკეთა, მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ეს ყოველთვის და ყველას წინააღმდეგ გამოსდის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ცუდად თამაშის მიუხედავად, გოლი მაინც გაიტანა“, - აღნიშნა რიოლომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 46 მატჩი, 19 გოლი და 10 საგოლე პასია. აღსანიშნავია, რომ ის ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლურ გუნდშიც ვერ მოხვდა.

პსჟ-მ "ლანსთან" გამარჯვებით საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რომელიც მისთვის ზედიზედ მეხუთე, ისტორიაში კი მე-14-ეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088796