ფეხბურთი

16:14 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადონა, შაკირა და BTS 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იმღერებენ

ამერიკელი მომღერალი მადონა, კოლუმბიელი შაკირა და სამხრეთ კორეული ჯგუფი BTS, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენებაზე, „მეტლაიფის“ სტადიონზე გამოვლენ. ამის შესახებ Coldplay-მ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„მადონა, შაკირა და BTS 19 ივლისს ნიუ ჯერსის სტადიონზე პირველად იმღერებენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესვენების დროს.

შოუს Coldplay-ს კრის მარტინი წაიყვანს. პროდიუსერი Global Citizen გახლავთ. აქციის მიზანია მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლებისთვის თანხების მოზიდვა.

კონცერტი მუნდიალების ისტორიაში პირველად გაიმართება. ჩვეულებრივ, ასეთი ღონისძიებები ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) გადამწყვეტი შეხვედრებისას (სუპერბოული) ტარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160858