ფეხბურთი

18:25 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "რომაულ დერბის 12:30 საათზე თუ ჩაატარებენ, თამაშზე არ მივალ"

„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ „რომასთან“ მატჩი თუ კვირას, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე გაიმართება, თამაშზე არ მივა და პრეზიდენტს ეტყვის, რომ გუნდი საერთოდ არ გაუშვას სათამაშოდ.

„ორშაბათს თამაშზე მივალ, მაგრამ კვირას, 12:30 საათზე თუ დანიშნავენ, არ მივალ. ეს გაურკვევლობა სერია A-ს ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომების სერიების შედეგია და არავის არასდროს მოუხდია ბოდიში. იმედია, თამაში ორშაბათს ჩატარდება. „ლაციოს“ პრეზიდენტის ადგილას, კვირას, 12:30 საათზე, გუნდს სათამაშოდ არ გავუშვებდი. ჩვენთვის ეს თამაში ქულების მხრივ, არაფერს ცვლის, მაგრამ ხუთი გუნდი თამაშობს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, რომელიც მათთვის 80 მილიონი ევროს შემოსავალია და ისინი, მაისის ბოლოს 12:30 საათზე უნდა ვათამაშოთ? ეს ფეხბურთი არაა“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „რომა“ – „ლაციო“, „იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“, „კომო“ – „პარმა“, „ჯენოა“ – „მილანი“ და „პიზა“ – „ნაპოლი“ აუცილებლად პარალელურად უნდა ჩატარდეს, რადგან ამ მატჩის მონაწილეები ერთმანეთის კონკურენტები არიან.

სერია A თამაშების ჩატარებას კვირას, 12:30 საათზე ითხოვს, რომის მერიამ „რომა“ – „ლაციო“ ორშაბათს, 20:45 საათზე გადაიტანა (რაც დანარჩენი ოთხი მატჩის ავტომატურად გადატანას იწვევს), რადგან კვირას, რომში, რომის მასტერსის ფინალია, საჩოგბურთო კორტები კი, საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087715