„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ „ლანსთან“ გამარჯვების (2:0) და საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„უპირველეს ყოვლისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ. მნიშვნელოვანი იყო კარგი თამაშის ჩატარება. კვირას კიდევ ერთი თამაში გვაქვს და შემდეგ ვიზეიმებთ, რადგან ჩემპიონები ვართ. მომენტით დავტკბებით, მაგრამ გადაჭარბების გარეშე, რადგან რამდენიმე დღეში ისევ ვითამაშებთ. ცოტა ზეიმი, დიახ, მაგრამ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ.
პირადი ჯილდოები მოგვიანებით მოდის. თუ იქნება, კარგია, თუ არა, მაინც კარგია. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია.
„ლანსის“ ფანების ტაში? სიამოვნება იყო ასეთი გულშემატკივრის წინაშე თამაში, ეს განსაკუთრებულია, „ლანსს“ წარმატებებს ვუსურვებ საფრანგეთის თასის ფინალში“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 76 ქულა აქვს და „ლანსს“ 9 ქულით გაუსწრო. პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ, ისტორიაში კი მე-14-ედ გახდა. კვარაცხელიასთვის ეს ლიგა 1-ში მეორე ჩემპიონის ტიტულია.
პსჟ ბოლო ტურში 17 მაისს, სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ შეხვდება.





