ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უპასუხა და ის ტყუილის თქმაში დაადანაშაულა.
მან თავდაპირველად კომენტარი გააკეთა პერესის გადაწყვეტილებაზე, რომ „რეალში“ საპრეზიდენტო არჩევნები გამოეცხადებინა: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის პოზიციას, ის კლუბის პრეზიდენტია და ყველაზე უკეთ იცის თავისი სიტუაცია“, - თქვა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
ფლორენტინო პერესი ამტკიცებდა, რომ ლა ლიგამ Relevo-ს 25 მილიონი ევრო გადაუხადა მისი კრიტიკისთვის, ტებასი ამას კატეგორიულად უარყოფს: „ეს ტყუილია. ხან ერთ ციფრს ამბობს, ხან. ეს სრული ტყუილია. ისინი მსხვერპლად ყოფნასა ამჯობინებენ და ტყუილებს ავრცელებენ. ვწუხვარ „რეალის“ გამო და არ შეიძლება მუდმივად ტყუილების გავრცელება “, - თქვა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესი „ბარსელონას“ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ესპანელი მსაჯების მოსყიდვაში ადანაშაულებს.





