პორნომსახიობმა მერი როკმა პსჟ-ს მეკარეს, მატვეი საფონოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ ყოველი სეივის სანაცვლოდ „ვნებიანი ღამე“ შესთავაზა.
ეს ამბავი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მაგრამ რუს მეკარეს მისთვის პასუხი არ გაუცია. სამაგიეროდ, საფონოვის მეუღლემ მარინა კონდრატიუკმა საკმაოდ ირონიულად უპასუხა:
„ზრდასრულთა ფილმების ერთმა მსახიობმა ჩემს ქმარს ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატებები უსურვა და ყოველ სეივზე ვნებიან ღამეს დაჰპირდა. თუმცა, მას წარმოდგენა არ აქვს, რომ მისთვის ვნებიანი ღამეები კროსვორდების ამოხსნას, რა? სად? როდის? ყურებას და 23:30 საათზე დაძინებას ნიშნავს, რადგან მეორე დღეს ვარჯიშისთვის ადრე უნდა ადგეს“, - დაწერა საფონოვის ცოლმა Threads-ზე.
მატვეი საფონოვმა პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში მოახერხა დამკვიდრება მას შემდეგ, გუნდიდან ჯანლუიჯი დონარუმა გაუშვეს. თავდაპირველად, დონარუმას ლუკა შევალიე ცვლიდა, მაგრამ ფრანგი მეკარის შეცდომებით შანსი საფონოვმა მიიღო, რომელმაც ის შესანიშნავად გამოიყენა.





