ფეხბურთი

23:04 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი დაასახელა.

დეშამს ძალიან დიდი არჩევანი აქვს და ბუნებრივია, რომ სიაში ყველა ის ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რომელსაც ნაკრებში თამაშზე პრეტენზია აქვს. საბოლოოდ, ფრანგმა სპეციალისტმა ასეთი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი), რობინ რისე (ლანსი)

მცველები: ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), მაქსენს ლა კრუა (კრისტალ პალასი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ფენერბაჰჩე), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მილანი), ორელინ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)

თავდამხმელები: მაგნის აკლიუში (მონაკო), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სენეგალის, ერაყისა და ნორვეგიის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგურ მატჩებს კოტ დივუარისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084867