ფეხბურთი

22:05 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი რუმინელი ფეხბურთელი: "ხეტაფეში" მექვაბიშვილს რეკომენდაცია გავუწიე"

ვეტერანმა რუმინელმა ფეხბურთელმა გიჩა კრაიოვეანუმ განაცხადა, რომ ანზორ მექვაბიშვილს „ხეტაფეში“ რეკომენდაცია გაუწია.

როგორც მან თქვა, ქართველი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და სრულყოფილ ფეხბურთელად მიაჩნია. რუმინული მედია წერს, რომ "ხეტაფეს" სკაუტები რუმინეთის თასის ფინალს დაესწრნენ და "კრაიოვას" ოთხ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, მათ შორის - მექვაბიშვილს.

„ანზორის მიმართ დიდი სისუსტე მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ „კრაიოვას“ სხვა ფეხბურთელებიც მომწონს, ვფიქრობ, რომ ის ფანტასტიკური მოთამაშეა, ტაქტიკურად ძალიან კარგი, ბურთის ართმევაზე კარგია, შეტევებს იწყებს, კარგად ურტყამს კარში, ძალიან კარგია სტანდარტული დარტყმების შესრულებაში, საჯარიმო დარტყმების შემსრულებელი, ვფიქრობ, რომ ის სრულყოფილი მოთამაშეა. მას უკვე გავუწიე რეკომენდაცია „ხეტაფეში“, ვისაუბრე ჩიკალდაუზე, ბაიარამზე, კრეცუზე“, - თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 50 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092287