ფეხბურთი

22:39 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

შესაბამისად, იტალიელი მწვრთნელი „სელესაოში“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს.

„ბრაზილიაში ერთი წლის წინ ჩამოვედი და მაშინვე მივხვდი, რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქვეყნისთვის. ვმუშაობთ, რომ ეროვნული ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე დავაბრუნოთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვინდა. მეტი გამარჯვება, მეტი დრო, მეტი შრომა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გასული წლის ივნისში დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091307