ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „გრან კანარიასთან“ 83:102 დამარცხდა.
გიორგი შერმადინმა 21 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ზედიზედ მესამე მარცხისგან ვერ იხსნა.
„ტენერიფე“ 17 მოგებით და 13 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 მაისს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.







