ფეხბურთი

10:35 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: ლოჩოშვილზე სატრანსფერო ხმები მალე გავრცელდება

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგი“ დატოვოს. ქართველმა მცველმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და როგორც გერმანული მედია წერს, მის შესახებ ბავარიული კლუბი შეთავაზებებს მიიღებს.

„დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილისა და ფაბიო გრუბერის მომავალი გაურკვეველია. Sky-ის ექსპერტის, სიმონ ტეროდეს თქმით, ორივე ფეხბურთელს გამოსასყიდი ხელშეკრულება აქვს. როგორც ამბობენ, კაპიტანი გრუბერი ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბის რადარზეა. პოტენციურ პრეტენდენტებად „მაინცი“ და „გლაბდახი“ განიხილება. ასევე შესაძლებელია გრუბერის ბავშვობის კლუბში, „აუგსბურგში“ დაბრუნება. ლოჩოშვილი ლიგის ყველაზე მებრძოლი ცენტრალური მცველია და მის გარშემო ჭორები, სავარაუდოდ, მალე გავრცელდება“, - წერს გერმანული გამოცემა br.de.

ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგს“ გასულ ზაფხულს „კრემონეზედან“ შეუეთდა და II ბუნდესლიგის 32 მატჩში 4 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, მან გერმანიის თასზე ერთი თამაში ჩაატარა. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი კლუბები შეიძლება დაინტერესდნენ ქართველი მცველით, მაგრამ ბუნდესლიგის გუნდებისგან პოტენციურ ინტერესზეც მანამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086696