ფეხბურთი

9:55 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "არბელოამ მითხრა, რომ ახლა გუნდის მეოთხე თავდამსხმელი ვარ"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ არ იცის, რატომ არ იყო „ოვიედოსთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში.

როგორც მან თქვა, ალვარო არბელოამ უთხრა, რომ ამჟამად გუნდის მეოთხე თავდამსხმელია:

„მზად ვიყავი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, მაგრამ არბელოამ მითხრა, რომ ახლა გუნდში ვინისიუსის, გონსალო გარსიას და მასტანტუონოს შემდეგ მეოთხე თავდამსხმელი ვარ. არა უშავს, მწვრთნელის გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებ. 100%-ით ფორმაში ვარ და სათამაშოდ მზად ვარ. რატომ არ ვითამაშე თავიდანვე, არ ვიცი, მწვრთნელს კითხეთ.

იტალიაში ჩემს შეყვარებულთან ერთად დასვენება? კლუბის ნებართვა მქონდა და ერთადერთი ფეხბურთელი არ ვიყავი, ვინც ესპანეთი დატოვა.

ფლორენტინო პერესი მსოფლიოში საუკეთესო პრეზიდენტია. გაგვიმართლა, რომ ის გვყავს და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რაც მან "რეალისთვის" გააკეთა.

ეს სეზონი მტკივნეულია... ასევე იმიტომ, რომ წელს ნამდვილად გვქონდა შესაძლებლობა, დიდი საქმეები გაგვეკეთებინა და ეს სეზონის დასაწყისშივე ვაჩვენეთ. სახელებს არ დავასახელებ, აქ მხოლოდ კლუბის დასაცავად ვარ. ფანების ობსტრუქცია ჩემს მიმართ? ეს ნორმალურია. უნდა შეეგუო, როცა ვერ იგებ, ეს ნორმალურია. ასე ხდება „რეალში“ და მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში.

ჩუამენისა და ვალვერდეს ჩხუბი? მე იქ არ ვიყავი, მანამდე დავტოვე ვარჯიში. არ ვიცი, რა მოხდა“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „რეალის“ მაისურით 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 59 თამაშში თავი 44-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092585