მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ უარყო კილიან მბაპეს მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი სიტყვები.
მბაპეს ვერსიით, არბელოამ მას უთხრა, რომ ახლა გუნდის მეოთხე თავდამსხმელია. თუმცა, „სამეფო კლუბის“ თავკაცმა ეს კატეგორიულად უარყო:
„სანამ „რეალის“ მწვრთნელი ვარ, მე ვარ ის, ვინც წყვეტს, ვინ ითამაშებს და ვინ არა. არ მაინტერესებს მათი სახელები. თუ მოეწონებათ, კარგი, თუ არა, შეუძლიათ შემდეგს დაელოდონ.
არასდროს მითქვამს მბაპესთვის, რომ ის ჩვენი მეოთხე თავდამსხმელია. შესაძლოა, არასწორად გაიგო. მე ეს არასდროს მითქვამს. ნეტავ ოთხი თავდამსხმელი მყავდეს, ოთხი თავდამსხმელი არ მყავს და მბაპესთვის მსგავსი არაფერი მითქვამს. ალბათ ვერ გამიგო. ფაქტია, რომ მან სეზონის პირველ ნაწილში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მეორე ნახევარში“, - თქვა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ოვიედო“ 2:0 დაამარცხა, ხოლო კილიან მბაპე თამაშში მხოლოდ 69-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა, ჯუდ ბელინგემისთვის საგოლე პასის გაკეთება მაინც მოასწრო.





