სხვა

21:25 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "მინდა კარიერის ბოლო ბრძოლა "ბერნაბეუზე" ჩავატარო"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კარიერის ბოლო ბრძოლის გამართვა "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურს.

"არაერთხელ მითქვამს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრძოლის გამართვა ჩემი ოცნებაა. მას შემდეგ, რაც ბოლოს ესპანეთში ვიჩხუბე დიდი დრო გავიდა და მინდა კარიერის ბოლო ბრძოლა სწორედ "ბერნაბეუზე" გავმართო. უბრალოდ სიგიჟე იქნება, როდესაც გამოსვლის დროს მარიაჩი ჩაირთვება და მთელი სტადიონი ერთად იმღერებს", - განაცხადა თოფურია.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167336