იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ 26-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა "ბრაიტონის" შემტევი კაორუ მიტომა, ამის მიზეზად მისი ტრავმა დასახელდა, რომელიც "ვულვერჰემპტონთან" მატჩის დროს მიიღო.
იაპონიის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ზიონ სუძუკი (პარმა), კეისუკე ოსაკო (სანფრეჩე ჰიროშიმა), ტომოკი ჰაიაკავა (კაშიმა ანტლერსი).
მცველები: ჰიროკი იტო (ბაიერნ მიუნხენი), კო იტაკურა (აიაქსი), ტაკეჰირო ტომიასუ (აიაქსი), ცუიოში ვატანაბე (ფეიენოორდი), იუკინარ, სუგავარა (ვერდერ ბრემენი), შოგო ტანიგუჩი (სინტ-ტრუიდენი), აიუმუ სეკო (ლე ავრი), ჯუნოსუკე სუძუკი (კოპენჰაგენი), იუტო ნაგატომო (ტოკიო).
ნახევარმცველები: ვატარუ ენდო (ლივერპული), კაიშუ სანო (მაინცი), დაიჩი კამადა (კრისტალ პალასი), აო ტანაკა (ლიდს იუნაიტედი) ჯუნია იტო (გენკი).
თავდამსხმელები: ტაკეფუსა კუბო (რეალ სოსიედადი), რიცუ დოანი (აინტრახტი ფრანკფურტი), კეიტო ნაკამურა (რეიმსი), დაიზენ მაედა (სელტიკი),აიასე უედა (ფეიენოორდი),კოკი ოგავა (ნეიმეგენი), კეისუკე გოტო (სინტ-ტრუიდენი), კენტო შიოგაი (ვოლფსბურგი), იუიტო სუძუკი (ფრაიბურგი).
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე F-ჯგუფში ნიდერალნდების, შვედეთისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს







