ფეხბურთი

12:54 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მსაჯთა ბრიგადა საბერძნეთის სუპერლიგის მატჩს იმსაჯებენ

17 მაისს, საბერძნეთის სუპერლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრას ათენის "პანათინაიკოსსა" და სალონიკის "პაოკს" შორის ქართველი მსაჯები განსჯიან.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ მატჩზე ფიფას არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. შეხვედრის ვიდეო მსაჯი ალეკო აფციაური, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენტი ბაკურ ნინუა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ "პაოკს" 63 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო "პანათინაიკოსი" 51 ქულით მეოთხეზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09332