"სენტ ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ "როდეზთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი ზურიკო დავითაშვილზე გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა ქართველი შეაქო და განაცხადა, რომ ყველაზე მეტად რამაც გააკვირვა იყო ზურიკოს სტაბილურობა. მისი თქმით, ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც განასხვავებს კარგ ფეხბურთელებს ძალიან კარგისგან.
„ჩვენ დავითაშვილი ძალიან გვიყვარს როგორც ადამიანი, ისე ფეხბურთელი და ვფიქრობ, ეს სრულიად დამსახურებული ჯილდოა. იმედი მაქვს, მისთვის ეს ძალიან, ძალიან დიდი კვირა იქნება.
ზურიკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ რაც მთავარია, მას მუშაობისადმი გამორჩეული მენტალიტეტი აქვს. ყველა საჭირო თვისებას აერთიანებს. მისი ჯილდოს გამო ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით.
ყველაზე მეტად რა მაოცებს მასში? — სტაბილურობა. ვიცოდი, რომ ნიჭიერი იყო და თითქმის ყველაფერი შეეძლო, მაგრამ განსაკუთრებით გამაოცა იმან, რამდენად სტაბილურად თამაშობს, რაც ყველაზე რთულია. ხშირად სწორედ ეს განასხვავებს კარგ ფეხბურთელებს ძალიან კარგისგან", - განაცხადა მონტანიემ.
შეგახსენებთ, რომ "სენტ ეტიენი" ლიგა1-ში გადასასვლელად ბრძოლას განაგრძობს და ქართველის გუნდი პლეი-ოფში პივრელ შეხვედრას დღეს საკუთარ მოედანზე „როდეზს“ დაუპირისპირდება.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ახლა ის ეცდება, რომ გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.





