ფეხბურთი

14:50 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდნენ კამავინგა და შევალიე განაცხადში

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაასახელა 26- კაციანი შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

ყველასთვის გასაკვირად, განაცხადს მიღმა დარჩნენ “რეალის” ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა და პსჟ-ს მეკარე ლუკას შევალიე. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

"კამავინგა რთულ სეზონს ასრულებს, ტრავმების გამო მან ცოტა ითამაშა. შემიძლია წარმოვიდგინო, რამდენად იმედგაცრუებულია ის ჩემი გადაწყვეტილებით, თუმცა მე გადაწყვეტილებების მიღება და გუნდის დაკომპლექტება მიწევს. კამავინგა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

რაც შეეხება შევალიეს, მესამე მეკარეს გუნდში განსაკუთრებული როლი აქვს, ამიტომ ვერ გამოვიძახებდი ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც რამდენიმე თვეა საერთოდ არ უთამაშია, მაშინ როცა რისერი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ენთუზიაზმი აქვს და მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია,“ — დეშამის სიტყვებს RMC Sport ციტირებს.

საფრანგეთის ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სენეგალის, ერაყისა და ნორვეგიის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგურ მატჩებს კოტ დივუარისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090183