ნიდერლანდების ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პროგნოზი გააკეთა. მისი აზრით, "პარი სენ-ჟერმენი" ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტია, თუმცა ნიდერლანდელმა ისიც აღნიშნა, რომ სხვა გუნდებისგან განსხვავებით "არსენალს" გაცილებით ძლიერი დაცვა ჰყავს და გოლებს ნაკლებად უშვებს.
"ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ჩემი აზრით, ტურნირის კვლავ პსჟ მოიგებს, მაგრამ ამჯერად მათ წინააღმდეგ იქნება "არსენალი", რომელიც გოლებს მარტივად არ უშვებს. მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი დაცვა, ორი უმაღლესი დონის ცენტრალური მცველი.
არ ვფიქრობ, რომ მათი განაპირა მცველები ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეები არიან და სწორედ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი ფაქტორი, რადგან პსჟ სწორედ აქ არის ძლიერი, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე. ყველას, ვისაც "არსენალი" უყვარს, იმედი აქვს, რომ ტიმბერი დაბრუნდება და ფინალისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს", - განაცხადა სნეიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 30 მაისს, ბუდაპეშტში „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან.





