ფეხბურთი

12:15 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა ალვარესის ტრანსფერში სოლიდურ თანხასთან ერთად ფეხბურთელებიც ჩართოს

"პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ხულიან ალვარესის დამატებას შეეცდება. არგენტინელი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს ფავორიტია და მომავალი სეზონის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო პრიორიტეტად დაასახელა.

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება ფრანგული კლუბი მზადაა, არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ევრომდე ღირებულების პაკეტი შეადგინოს და გარდა სოლიდური თანხისა, ტრანსფერში კან-ინ ლი და გონსალუ რამუშიც ჩართოს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფეხბურთელების მიმართ ინტერესი "ატლეტიკოსაც" აქვს და არ არის გამორიცხული მსგავს შეთავაზებას მადრიდელები მარტივად დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი "ატლეტიკოს" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167606