ფეხბურთი

12:48 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" 18 წლის იტალიელ შემტევთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„დორტმუნდმა“ ნიჭიერ იტალიელ ფეხბურთელს, სამუელე ინასიოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ძალაში 2029 წლის ზაფხულამდე იქნება.

კონტრქტზე წელის მოწერის შემდეგ 18 წლის ფეხბურთელმა კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

„დორტმუნდში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვამაყობ, რომ ბუნდესლიგაში დებიუტი ამ დიდი გუნდის შემადგენლობაში მქონდა. ყვითელი კედლის წინაშე პირველი გოლის გატანა წარმოუდგენელი განცდა იყო და მინდა, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი წარმატება ვიზეიმო“, - თქვა ინასიომ.

სამუელე ინასიოს დედა იტალიელია, მამა ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ინასიო პია. მან კარიერა „ატალანტაში“ დაიწყო, მაგრამ 2024 წელს „დორტმუნდმა“ შეიძინა, რომლის მთავარ გუნდში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა და 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090915