ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
მან დაადასტურა, რომ ლისაბონური კლუბისგან კონტრაქტის განახლებაზე შეთავაზება მიიღო, მაგრამ უარყო „რეალთან“ მოლაპარაკებების მიმდინარეობა:
„დიახ, ოთხშაბათს „ბენფიკასგან“ კონტრაქტის განახლების შეთავაზება მივიღე, რომელიც ჩემს აგენტს წარუდგინეს, რომლის ნახვა, გაგება ან ანალიზიც არ მინდოდა და ამას მხოლოდ კვირა დღიდან გავაკეთებ. „რეალი“? „რეალთან“ არანაირი კონტაქტი არ მქონია. არც პრეზიდენტთან, არც ორგანიზაციის რომელიმე მნიშვნელოვან პირთან და მათაც იგივეს ვეტყოდი. კვირას დავიწყებ მომავალზე ფიქრს.
შემდეგი კვირა მნიშვნელოვანია ჩემი მომავლისთვის. ჩემს პირად მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ შეშფოთების საფუძველი არსებობდეს. არავინ უნდა ინერვიულოს იმაზე, დარჩება თუ წავა ვინმე, რადგან „ბენფიკა“ ყველაზე დიდია“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოს მადრიდის „რეალთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და ახალი სეზონიდან სწორედ ის გაწვრთნის „სამეფო კლუბს“, სადაც 2010-2013 წლებში უკვე მუშაობდა.







