ფეხბურთი

20:26 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მანუელ ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მანუელ ნოიერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ნოიერთან ერთად ხელშეკრულება განაახლა გუნდის მესამე მეკარე, სვენ ულრაიხმა. ორივე მათგანი „რეკორდმაისტერში“ 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„ძალიან ბედნიერი ვარ. გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დამჭირდა. მინდოდა, არ მეჩქარა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში ჩემთვის, მაგრამ ცხადია, კლუბისა და გუნდისთვისაც. ახლა დარწმუნებული ვარ: ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - თქვა გერმანელმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი „ბაიერნის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს (597 მატჩი), ხოლო მანამდე გელზენკირხენის „შალკეში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090837