ფეხბურთი

23:49 | 15.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანგოლის 17-წლამდე ნაკრების მეკარის ასაკმა გულშემატკივრებში ეჭვი გააჩინა

17-წლამდელთა აფრიკის თასზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ანგოლელმა მეკარემ, ჟელსონ დალამ.

მალის 17-წლამდე ნაკრებთან შეხვედრაში დალამ 6 დარტყმა მოიგერია და ანგოლა წაგებისგან იხსნა (0:0), რის შედეგადაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი: CAF-მა მისი ფოტო გამოაქვეყნა, როცა საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს, სოციალურ ქსელებში კი კომენტარებში გულშემატკივრები მხოლოდ მის ასაკზე ამახვილებენ ყურადღებას.

უფრო სწორად ისინი ეჭვობენ, რომ დალა 16 წლის არაა. ამის საფუძველიც არსებობს, რადგან განსაკუთრებით, აფრიკაში, აქამდეც არაერთხელ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როცა ფეხბურთელებს ასაკი გადაკეთებული ჰქონდათ. მაგალითად, 2024 წელს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ 62 ფეხბურთელი ადგილობრივი ლიგიდან ასაკის გაყალბების გამო გარიცხა. 2023 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ მისმა 40 ფეხბურთელმა ასაკის ტესტი ვერ ჩააბარა.

Transfermark-ზე მისი პროფილის მიხედვით, დალა 2009 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. მისი გარეგნობიდან გამომდინარე გულშემატკივრებს შეიძლება უსაფუძვლო ეჭვი სულაც არ ჰქონდეთ, რომ ის მხოლოდ 16 წლისაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090247