ბელგია-ნიდერლანდების ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ალექს მერკვილაძის „ოსტენდემ“ „ბრიუსელი“ 97:77 დაამარცახა და სერიაში დაწინაურდა.
მერკვილაძემ 21 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ 4 სამქულიანი ააცილა.
სერიის მეორე მატჩი 17 მაისს, ბრიუსელში გაიმართება.







