ფეხბურთი

0:56 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენი" პლეი-ოფის მომდევნო ეტაპზეა, ზურიკო დავითაშვილმა პენალტების სერიაში გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „როდეზი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ერთი ნაბიჯი რჩება ელიტამდე. მატჩი 0:0 დასრულდა, მაგრამ პენალტებში მასპინძლებმა 7:6 გაიმარჯვეს.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც თამაშამდე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს, შეუცვლელად ითამაშა და პენალტების სერიაში თავისი დარტყმაც ზუსტად შეასრულა. „მწვანეებში“ სწორედ ის მივიდა ბურთთან პირველი.

„სენტ ეტიენი“ ორ-ორი პენალტის შემდეგ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა, რადგან მომდევნო 3-3 პენალტიდან „როდეზმა“ 3 გაიტანა, „სენტ ეტიენმა“ – 1. შესაბამისად 3:3 და სერია გაგრძელდა. მეცხრე პენალტი „როდეზმა“ გააცუდა და მასპინძლებს შეეძლოთ ყველაფრის დასრულება, თუმცა, ვერც მათ გაიტანეს. სამაგიეროდ, „როდეზის“ მე-10 პენალტიც არაზუსტი იყო და მორიგი შანსი „სენტ ეტიენმა“ გამოიყენა: 10-10 პენალტის შემდეგ ფილიპ მონტანიეს გუნდმა 7:6 მოიგო.

მატჩის გმირი მასპინძელთა მეკარე ბრის მუბლე გამოდგა, რომელმაც 10-დან 4 პენალტი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ის თამაშში 92-ე წუთზე, სწორედ პენალტების სერიისთვის ჩაერთო.

„სენტ ეტიენის“ მეტოქე ფინალში ლიგა 1-ის გუნდი იქნება, რომელიც სეზონს მე-16 ადგილზე დაასრულებს - „ოსერი“, „ნიცა“ ან „ლე ავრი“.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092378