„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ასტონ ვილას“ ეწვია, რომლის წინააღმდეგ 2:4 დამარცხდა.
გიორგი მამარდაშვილის თამაში ბრიტანულმა მედიამ საკმაოდ დაბალი ქულებით შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მეკარემ 5 დარტყმა მოიგერია.
Goal 4 ქულა: „კარიდან გამოსვლამ თავდაჯერება ვერ მოუტანა. თუ მკაცრად შევაფასებთ, პირველი და მესამე გოლის მომენტში უკეთ თამაშიც შეეძლო“.
Liverpool Echo 6 ქულა: „პირველ ტაიმში საჯარიმოს გარეთ ფეხით კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ კარგი მოგერიებები ჰქონდა, რომ უოტკინსს გოლი არ გაეტანა. მესამე გოლში არ გაუმართლა, მაგრამ ეს მისი საღამო არ იყო“.
Readliverpoolfc 4 ქულა: „ის ხანდახან არასტაბილურად გამოიყურებოდა და უნაი ემერის გუნდს თითქმის გოლის გატანის საშუალება მისცა მატჩის დასაწყისში მას შემდეგ, რაც ფეხით კარგად ვერ ითამაშა. ორი შესანიშნავი სეივით უოტკინსს დუბლის შესრულების უფლება არ მისცა. უოტკინსის ორივე გოლში კი არაფერი შეეძლო, სლოტის გუნდის დაცვის ცუდი თამაშის გამო“.
This is anfield 6 ქულა: „ლივერპულის“ მაისურით კომფორტულად არ გამოიყურება. როჯერსის გოლშიც ასე ჩანდა, თუმცა ოლი უოტკინსს პირისპირ აჯობა. მეორე ტაიმში მოუმატა, რამდენიმე სეივი განახორციელა, მაგრამ თავდაჯერება სჭირდება, რასაც მისი თანაგუნდელები უბრალოდ ვერ აძლევენ“.
Liverpool.com 6 ქულა: „ისევ ალისონს ცვლიდა. დასაწყისში შეცდომას გადაურჩა, როცა საჯარიმოს გარეთ გავიდა. ზოგჯერ პასებში არც ისე დამაჯერებელი იყო და ვერც გოლებში შეძლო ვერაფერი“.
გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 10, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.
„ლივერპული“ 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჯერ არ გაუნაღდებია ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ ბოლო ტურში შინ თითქმის უმოტივაციო „ბრენტფორდს“ თუ დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გავა.





