ფეხბურთი

10:27 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: "შესაძლოა ცოტა ზედმეტად მკაცრი ვარ, მაგრამ მამარდაშვილს როჯერსის დარტყმა უნდა აეღო"

„ლივერპულის“ ვეტერანმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა „ასტონ ვილასთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი პირველი გოლის გამო გააკრიტიკა.

როგორც ინგლისელმა აღნიშნა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ქართველ მეკარეს მორგან როჯერსის დარტყმის წინააღმდეგ უკეთ გარჯა შეეძლო.

„ასტონ ვილას“ ფეხბურთელებს რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, კუთხურს ასე ღრმად უკან მდგომი არავინ ათამაშებს. აშკარად ეს წინასწარ დამუშავებული კომბინაცია იყო, ასეთ რაღაცებში ბევრი დეტალია გათვლილი, მაგრამ ბოლოს მაინც საჭირო იყო როჯერსის დარტყმა. სწორედ ეს არის ამ გოლის მთავარი არსი. მან საჯარიმოში სივრცე მიიღო. ბურთი პირდაპირ კარის ზედა კუთხეში არ შესულა. არ ვიცი, მეკარეს ზედმეტად ხომ არ ვაკრიტიკებ, შესაძლოა ხედვა ოდნავ დაფარული ჰქონდა, მაგრამ ესეც კიდევ ერთი დამატებითი ბონუსი აღმოჩნდა „ასტონ ვილასთვის“. შესაძლოა ცოტა ზედმეტად მკაცრი ვარ, ალბათ აქ მეკარის აზრიც გვჭირდება, მაგრამ ჩემთვის რაღაც სწორად ვერ გააკეთა“, - განაცხადა კარაგერმა.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 10, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

„ლივერპული“ 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჯერ არ გაუნაღდებია ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ ბოლო ტურში შინ თითქმის უმოტივაციო „ბრენტფორდს“ თუ დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094273