„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრემიერლიგის 37-ე ტურში „ასტონ ვილასთან“ მარცხის (2:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, „ვილა პარკზე“ ორი გოლის გატანა ცუდი არ არის:
„რა თქმა უნდა, ჩვენნაირი ტოპ გუნდისთვის 20 ძალიან ბევრი წაგება და დაკარგული ქულებია. ეს დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვუშვებთ გოლებს, რაც ზოგადად ძალიან მარტივად ხდება. ძალიან ბევრი გოლი გავუშვით, მაგრამ საკმარისი გოლი არ გაგვიტანია. თუმცა „ვილა პარკზე“ ორი გოლის გატანა ცუდი არ არის.
მესმის, რომ ამ მომენტში გულშემატკივრებს არ აქვთ რწმენა, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი გაცილებით უკეთესობისკენ შეიძლება წავიდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი არასაკმარისად აფასებენ იმას, თუ რა შეუძლია სატრანსფერო ფანჯრის გაკეთება, რა შეუძლია ახალ სტარტს... ვფიქრობ, კარგად ვიცით, რა უნდა გავაუმჯობესოთ“, - თქვა სლოტმა.
„ლივერპული“ 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჯერ არ გაუნაღდებია ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ ბოლო ტურში შინ თითქმის უმოტივაციო „ბრენტფორდს“ თუ დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გავა.





